ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მაღაზიები და მომსახურების სფეროს ობიექტები იკეტება
ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მაღაზიები და მომსახურების სფეროს ობიექტები იკეტება

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მაღაზიები და მომსახურების სფეროს ობიექტები იკეტება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ღია იქნება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, შეზღუდვების გარეშე ჯანდაცვის სისტემა მალე ამოწურავს ლიმიტებს და საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი იქნება.

შეგახსენებთ, დღეს ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 11 984 ახალი შემთხვევა.