ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 111 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ბოლო თვის განმავლობაში არსებულ ყოველდღიურ მონაცემებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 8 586 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 297 ადამიანი.

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი მარტში გამოცხადდა, შემთხვევათა რაოდენობის კლების შემდეგ კი, ქვეყანამ დაწესებული მკაცრი ზომები შეამსუბუქა. ჩეხეთში გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა, კინოთეატრები და რესტორნების ვერანდები. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნების შიდა სივრცეები მომავალი კვირიდან გაიხსნება.