ჩეხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 188 დღის შემდეგ უქმდება
ჩეხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 188 დღის შემდეგ უქმდება

ჩეხეთში 188 დღის შემდეგ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული საგანგებო ვითარების რეჟიმის მოქმედება დასრულდა.

დღეიდან ჩეხეთში სწავლა დაიწყება დაწყებით კლასებში და ზედა ჯგუფების საბავშვო ბაღებში. საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსზე ტესტები კვირაში ორჯერ ჩატარდება. თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდება, კლასებში ყველა მოსწავლის ეტაპობრივი დაბრუნება მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი.

ასევე, დღეიდან ჩეხეთში მუშაობას განაახლებს სასოფლო სამეურნეო ბაზრები, სამრეცხაოები, მანქანების სათადარიგო ნაწილების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საკანცელარიო საქონლის, ბავშვთა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები. აფთიაქები და მაღაზიები, სადაც პირველადი საჭიროების საქონელი იყიდება, კვლავ ღიაა.

ჩეხეთში შეზღუდვების შემსუბუქება ასევე შეეხება ზოოპარკებს და ბოტანიკურ ბაღებს, რესტორნების სამუშაო დრო კი ერთი საათით – 22:00 საათამდე გახანგრძლივდა.