ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას 8 ივნისიდან გეგმავენ
ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას 8 ივნისიდან გეგმავენ

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას 8 ივნისს აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეზღუდვების გაუქმებას ხუთ ეტაპად აპირებს. პირველ ეტაპზე 20 აპრილს გაიხსნება სასურსათო ბაზრები, მაღაზიები და დაიწყებენ ფუნქციონირებას პროფესიონალური სპორტული წრეები.

ამის შემდეგ, ერთ კვირაში, მუშაობას განაახლებენ მცირე ზომის საბითუმო მაღაზიები.

ჩეხეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ ეტაპი 8 ივნისს დაიწყება, როდესაც გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, ღვინის ბარები, თეატრები და ტურისტული ადგილები. მიუხედავად ამისა, დაუშვებელი იქნება 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება.

ჩეხეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გასულ კვირას დაიწყო.

დღეიდან ჩეხებს უფლებას აძლევენ საზღვარგარეთ გაემგზავრონ, თუმცა ამისთვის აუცილებელია დასაბუთებული მიზეზი, როგორიცაა ბიზნეს საქმიანობა ან ოჯახის მონახულება. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ.