ჩეხეთში კორონავირუსის 9 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 225 პაციენტი
ჩეხეთში კორონავირუსის 9 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 225 პაციენტი

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 225 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში ვირუსის 350 896 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ვირუსით 3 654 ადამიანი გარდაიცვალა.