ჩეხეთში კორონავირუსის 6 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში კორონავირუსის 6 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩეხეთში კორონავირუსის 6 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 1.1 მილიონს აღემატება.

ვირუსს საერთო ჯამში 18 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღეისთვის, ქვეყანაში 6 ათასამდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 1 300-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 120 ათასს აღწევს.