ჩეხეთში კორონავირუსის 2 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში კორონავირუსის 2 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მესამე დღეა ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ორი ათასზე  მაღალია. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის 2 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდის გამო, ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდა.

ვირუსის პირველი შემთხვევა ჩეხეთში მარტში დაფიქსირდა, მას შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 55 464 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.