ჩეხეთში კომენდანტის საათი უქმდება და 12 აპრილიდან სკოლებში სწავლა განახლდება
ჩეხეთში კომენდანტის საათი უქმდება და 12 აპრილიდან სკოლებში სწავლა განახლდება

ჩეხეთში 12 აპრილიდან სკოლებში სწავლა განახლდება, პარალელურად კი, კომენდანტის საათი უქმდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ახალი კანდიდატურით ჩანაცვლებას გეგმავს.

პანდემიის დაწყებიდან იან ბლატნი უკვე მესამე ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც თანამდებობას დატოვებს.

ქვეყანას 27 ათასამდე გარდაცვლილი და 1.56 მილიონი ინფიცირებული ჰყავს. დღიურ შემთხვევათა რიცხვი კი, 5 500-ს აღემატება.