ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 11 984 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღემდე გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ვირუსით ჩეხეთში 106 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში მთავრობის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი და ქვეყანაში ვირუსის პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრება იგეგმება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 193 946 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1619 ადამიანი.