ჩეხეთში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ჩეხეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მთავრობის განკარგულებით, დაიხურება ბარები, რესტორნები. ასევე, არ იმუშავებენ საშობაო ბაზრობები, ხოლო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის დალევა აკრძალული იქნება.
ამასთან ერთად, მასობრივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ 1 000 სტუმარს შეეძლება.
ჩეხეთში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა, რის გამოც გადატვირთულია საავადმყოფოები. მძიმე მდგომაროებაში მყოფი კოვიდპაციენტების 70 პროცენტი აუცრელია.
მთავრობის წევრების თქმით, შეზღუდვების ამოქმედებიდან 10 დღეში ეპიდვითარებას კიდევ ერთხელ შეისწავლიან.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, რომელიც პოსტს რამდენიმე კვირაში დატოვებს, განაცხადა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ემხრობა.
ჩეხეთში ვაქცინირებულია მოქალაქეების 58 პროცენტი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალია.