ჩეხეთში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 1 000-ს აჭარბებს
ჩეხეთში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 1 000-ს აჭარბებს

ჩეხეთში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 1 000-ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსის 1382 შემთხვევა. ეს მაჩვენებელი ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალია.

საერთო ჯამში, ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 32 413 ადამიანი, რომელთაგან 20 800 გამოჯანმრთელდა, ხოლო 448 დაიღუპა.

ამჟამად ჩეხეთში კორონავირუსის 11 178 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.