ჩეხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 17 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ჩეხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 17 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 17 278 ადამიანი დაინფიცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ინფიცირებულთა აღნიშნული რაოდეობა შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყოს.

ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის 126 348 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში კორონავირუსი 776 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, ვირუსმა 12 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.