ჩეხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:05, 11.11.2020

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 249 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში ვირუსის 429 880 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 5 323 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი