ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ადამიანი გარდაიცვალა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ადამიანი გარდაიცვალა

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“  12 977 ადამიანს დაუდასტურდა, 128 ადამიანი კი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში მოხალისეებად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები გადაანაწილეს.

პრაღაში 28 ამერიკელ ექიმს ელიან, რომლებიც ადგილობრივ პერსონალს გაუწევენ დახმარებას.

ქალაქში ახალი საველე ჰოსპიტალი პრაღის საგამოფენო სივრცეში მოეწყობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში კორონავირუსით 297 013 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 2 675 პაციენტი.