ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამეში ვირუსი 16 939 ადამიანს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში კორონავირუსის 718 661 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 11 580 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.