ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობას ხელახლა გამოაცხადებენ
ჩეხეთსა და სლოვაკეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ხელახლა გამოაცხადებენ. ჩეხეთში საგანგებო ვითარების რეჟიმი 5 ოქტომბრიდან 30 დღის ვადით ამოქმედდება.
ამ პერიოდში ჩეხეთში დახურულ სივრცეში ათზე მეტი ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში 20-ზე მეტი პირის შეკრება აკრძალული იქნება. ასევე დაიხურება თეატრები და ოპერა. შეზღუდული იქნება მოქალაქეთა გადაადგილებაც. სკოლები, სადაც ვირუსის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდება დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. საფეხბურთო მატჩები კი ცარიელ ტრიბუნებზე შედგება.
სლოვაკეთში საგანგებო მდგომაროება დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში. ქვეყანაში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. მასობრივი ღონისძიების მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 50 პირი იქნება. ეს ზომები ნოემბრამდე ამოქმედდება.
ბოლო 24 საათში სლოვაკეთში კორონავირუსის 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ჩეხეთში 1080 ინფიცირებული აღრიცხეს.
საერთო ჯამში სლოვაკეთში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 10 141 შემთხვევა, ხოლო ჩეხეთში – 68 919. ჩეხეთში ვირუსს 655 პაციენტი, ხოლო სლოვაკეთში 48 ადამიანი ემსხვერპლა.
‼️ Na základě vyhlášeného nouzového stavu vláda přijala krizové opatření, kterým se od 5. října od 0.00 do 18. října do 23.59 omezuje volný pohyb osob. Až na výjimky budou zakázány vnitřní akce v počtu vyšším než 10 osob a venkovní vyšším než 20 osob → https://t.co/fQu4LW3xaW pic.twitter.com/OYIM587pC3
— Úřad vlády ČR (@strakovka) September 30, 2020