ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა
ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობით. მთავრობის სხდომაზე მე ვაგრძელებ წინადადებების გატანას სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია, გავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.