ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ უფრო მაღალ დონეს მიაღწია

18:10, 16.01.2025

შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ უფრო მაღალ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩეხეთის საგარეო უწყება წერს, მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას შემდგომი ძალადობა თავიდან აიცილოს.

„შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს საქმე და თავიდან აიცილოს შემდგომი ძალადობა პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ“, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი