ჩეხეთის საგარეო უწყება - ჩეხეთი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს
ჩეხეთის საგარეო უწყება - ჩეხეთი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

ჩეხეთი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ის არ ცნობს 9 ივნისს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც 25 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩეხეთის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.