ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელი სხდომის რიგ საკითხებს აქვეყნებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაკუბ კულჰანეკი „ტვიტერზე“ ევროკაშვირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღევანდელი არსებითი დღის წესრიგის შესახებ წერს.
„საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღევანდელი არსებითი დღის წესრიგი: ევროკავშირი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი სპარსეთის ყურის რეგიონში ვაჭრობის, გარემოს დაცვის, ციფრული და ახალგაზრდული თანამშრომლობით; რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს; საჭიროა ძლიერი გზავნილი ჩვენი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, რათა მოვემზადოთ მომავალი თვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ევროკავშირმა ჩვენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს უნდა შესთავაზოს ხელშესახები მხარდაჭერა. გააძლიეროს მათი მდგრადობა.
ასევე, განიხილება ჩვენი დახმარება მოლდოვას ენერგეტიკულ სექტორში“, – წერს „ტვიტერზე“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაკუბ კულჰანეკი.
2/2 ✅ Strong signal to our Eastern neighbours is needed as we are getting ready for the Eastern Partnership summit next month. The #EU should offer our EaP partners tangible support, inc. shoring up their resilience. ✅ Also discussed our assistance to Moldova’s energy sector.
— Jakub Kulhanek (@JakubKulhanek) October 18, 2021