ჩეხეთი კორონავირუსით დაზარალებულ ექვს ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ჩეხეთი კორონავირუსით დაზარალებულ ექვს ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას, ბოსნიას, კამბოჯას, ეთიოპიასა და ზამბიას ფინანსური დახმარების სახით, 200 მილიონ ჩეხურ კრონას გამოუყოფს, რაც 7.3 მლნ ევროს ექვივალენტია.

აღნიშნული თანხა ჯანდაცვისა და მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებს მოხმარდება. დახმარების მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის, ჰიგიენისა და კვების საკითხები.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროექტში, ჩეხური კომპანიებისგან ჩართულობას ელოდებიან. ამით ქვეყნები, რომლებიც გარკვეული მარაგების საჭიროებას განიცდიან, პროდუქტების შესყიდვას ჩეხეთიდან შეძლებენ, რაც პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის დროს ასევე დაეხმარება ჩეხურ კომპანიებს. ამით ისინი მოიპოვებენ წვდომას უცხოურ ბაზრებზე ან გააძლიერებენ თავიანთ პოზიციებს აღნიშნულ ბაზრებზე.