ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა
ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ჩეხეთის ქალაქ ბრნოს მახლობლად, გზატკეცილზე მოხდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, 14 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
„როიტერი“ წერს, რომ ავარიაში მონაწილე ორი ავტობუსიდან ერთ-ერთი უნგრული ავტობუსი იყო.