ჩეხეთის პრემიერი - ჩვენ არ შეგვიძლია, წარმატების უფლება მივცეთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება, დროა, ევროპა საუბრიდან მოქმედებაზე გადავიდეს
ევროპა საუბრიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.
ფიალას თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება „ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას“.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ამისათვის საჭიროა გაზრდილი ინვესტიციები თავდაცვაში. ამასთან, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ არ შეგვიძლია, წარმატების უფლება მივცეთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება. ჩვენი მხრიდან ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა, ევროპა საუბრიდან მოქმედებაზე გადავიდეს“, – წერს ფიალა სოციალურ ქსელ „იქსზე“.