ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ გასულ კვირას პრაღაში ავტობუსზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი დგას
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ გასულ კვირას პრაღაში ავტობუსზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი დგას.
„არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ, რუსეთისგან“, – აღნიშნა ფიალამ პრესკონფერენციაზე.
ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ჩეხეთის წინააღმდეგ.
„რუსეთი გამუდმებით ცდილობს, არეულობა დათესოს, ძირი გამოუთხაროს მოქალაქეების ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, – დასძინა პეტრ ფიალამ.
ჩეხეთში პოლიციამ გასულ კვირას შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გამო სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და რკინიგზის სადგურებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ჩეხეთის პოლიციის განმარტებით, თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი ესპანურად მოლაპარაკე მამაკაცია სამხრეთ ამერიკიდან.