ჩეხეთის პოლიცია - სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებს 2014 წელს, ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი
ჩეხეთის პოლიცია - სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებს 2014 წელს, ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი

სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.

ჩეხეთის პოლიცია ეჭვმიტანილების ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

ჩეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი 2014 წლის 11-16 ოქტომბერს თავდაპირველად პრაღაში ჩავიდნენ, შემდეგ კი იმ ადგილას გაემგზავრნენ, სადაც აფეთქება მოხდა.

ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხდა. საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.