ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რადეკ ვონდრაჩეკი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატისა და ჩემი სახელით, მსურს, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის გამო. მოველი თქვენთან თანამშრომლობას, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას“, – წერს ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მისალოც წერილში.