ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ „კოვიდ-19“-ის უკონტროლო გავრცელების შეჩერება მოვახერხეთ
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ „კოვიდ-19“-ის უკონტროლო გავრცელების შეჩერება მოვახერხეთ

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ვოიტეხის განცხადებით, ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების შეჩერება შეძლო და ქვეყანა მზადაა, ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს. ადამ ვოიტეხის თქმით, „ჩეხეთში იტალიისა და ესპანეთის მსგავსი მდგომაროება არ არის“.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ჩეხეთის ჯანდაცვის ინფორმაციისა და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ლადისლავ დუშეკმაც. მისი თქმით, ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა იზრდება.

„დადასტურებული შემთხვევების რიცხვი იკლებს. ეს მკაფიო სიგნალია, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერდა“, – განაცხადა ლადისლავ დუშეკმა.

ჩეხეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო. ბოლო დღეებში ჩეხეთში ახალი ინფიცირებულების რიცხვი იკლებს.

ამჟამად ჩეხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 5 033 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 205 ახალი ინფიცირებული. გარდაცვლილია 91 ადამიანი.