ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი - დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი - დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრ პაველ ბლაჟეკის განცხადებით, ქართული პენიტენციური სისტემა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„შესაძლებლობა მქონდა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც, ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, რადგან ჩვენც ვიღებთ გადაწყვეტილებებს ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებებში პირობები არის ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი“, – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა, №16 პენიტენციური დაწესებულებაში სტუმრობის შემდეგ, სადაც არსებულ ინფრასტრუქტურასა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს დეტალურად გაეცნო.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.