ჩეჩნეთში სპეცსამსახურების კუთვნილმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
ჩეჩნეთში სპეცსამსახურების კუთვნილმა სამხედრო ვერტმფრენმა Ми-8-მ კატასტროფა განიცადა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
ვერტმფრენი იტუმ-კალინსკის რაიონში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.