ჩაწერე და გამოაგზავნე შენი ვიდეოგზავნილი

საქართველოს პირველი არხი გაძლევს უნიკალურ შანსს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაუზიარო ემოცია მას, ვისაც შენი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

სწორედ ახლა, როდესაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ჩვენ შეგვიძლია, ხმა მივაწვდინოთ თითოეულ ადამიანს დავუთხრათ, რომ ის მარტო არ არის, რომ ჩვენ ვართ მასთან.

და თუ შენ ახლა თავს გრძნობ მარტო, იმყოფები იზოლაციასა ან კარანტინში, შეგიძლია, გაგვიზიარო შენი ემოცია და ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ მარტო არ ხარ!

ჩაწერე ვიდეოგზავნილი შენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ჩვენ შენს ვიდეოს საქართველოს პირველი არხის დილის ეთერში ვაჩვენებთ.

#დარჩისახლში, გამოხატე პოზიტივი, გამოხატე თანადგომა და უბრალოდ იყავი ჩვენთან ერთად, შენ მარტო არ ხარ.

საქართველოს პირველი არხი – ის რაც გვაერთიანებს!

როგორ უნდა გამოგვიგზავნოთ ვიდეო, გაეცანით ამ ბმულზე.