„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ, რომელიც დღეს ყატარის „ალ-სადში“ მწვრთნელად მუშაობს, გამოაცხადა, რომ კორონავირუსისგან სრულად განიკურნა.
ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 40 წლის ესპანელმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დაუბრუნდა ოჯახსა და საკლუბო საქმეებს.
ყატარის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ, „ალ-სადი“ გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. ქვეყნის პირველობა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, 24 ივლისს განახლდა.