ჩავი - „რეალი“ სწორედ მაშინ ძლიერდება, როცა „ბარსელონაა“ ძლიერი #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის სუპერთასის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი „სამეფო კლუბს“ დაუპირისპირდება.
„სულ მაქვს განცდა, რომ „რეალი“ სწორედ მაშინ ძლიერდება, როცა „ბარსელონაა“ ძლიერი, – ციტირებს ჩავი ერნანდესის სიტყვებს „მუნდო დეპორტივო“. – ჩემი მწვრთნელობის დასაწყისიდანვე ასე ხდება – „ბარსელონამ“ რომ რაიმე ტიტული მოიგოს, აუცილებლად „რეალს“ უნდა დაუპირისპირდეს. როცა „ბარსელონა“ ძლიერდება, მათი რეაგირებაც მყისიერია“.
ესპანეთის სუპერთასის ფინალი ხვალ, 14 იანვარს ერ-რიადში (საუდის არაბეთში) გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.