ჩავი მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ - როცა ასეთი გუნდები თამაშობენ, შანსი ზუსტად თანაბარია #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გუნდების დაპირისპირებისას პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
„ასეთ მატჩში ფავორიტები არ არსებობენ. ვერასდროს გამოიცნობ, რომელი გუნდი მოახერხებს გამარჯვებას. შანსი ზუსტად თანაბარია“, – ციტირებს კატალონიელების მთავარი მწვრთნელის სიტყვებს AS-ი.
ელ კლასიკო ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება. გასულ სეზონში მადრიდელები და კატალონიელები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა კარლო ანჩელოტის გუნდმა 3:1 მოიგო, მეორე მატჩში კი ჩავის შეგირდებმა გაიმარჯვეს – 2:1.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა, მაგრამ სატურნირო ცხრილის ლიდერ „რეალს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.