ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ კორონავირისით არის ინფიცირებული.
ესპანელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ინფიცირების მიუხედავად თავს კარგად გრძნობს და დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, – ინფორმაციას „ალ სადის“ ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„რამდენიმე დღის წინ, პროტოკოლის მიხედვით, კოვიდ-19-ზე ტესტირება გავიარე და პასუხი დადებითია. საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა, რა თქმა უნდა, იზოლაციაში ვარ. ველოდები, როდის დამრთავენ ექიმები ნებას, რომ ცხოვრების ჩვეულ წესსა და ჩემს საქმეს დავუბრუნდე“, – ამბობს ჩავი ერნანდესი.