ჩავი დემბელეს „ბარსელონას“ ლიდერად მიიჩნევს #1TVSPORT
ჩავი დემბელეს „ბარსელონას“ ლიდერად მიიჩნევს #1TVSPORT

„ბარსელონას“ სურს, რომ გარემარბი უსმან დემბელე კლუბში დარჩეს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Sky Sports.

კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა მორიგ შეხვედრას მაისში გამართავს ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან. დემბელეს ძალიან მოსწონს მთავარი მწვრთნელის ჩავის ხელმძღვანელობით მუშაობა, ამიტომაც მზად არის მოისმინოს „ბარსელონას“ შეთავაზება ახალ კონტრაქტზე.

ჩავიმ კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას უთხრა, რომ დემბელესთან კონტრაქტის გაგრძელება მისთვის პრიორიტეტული ამოცანაა.

მწვრთნელი ფრანგს გუნდის ახალ ლიდერად მიიჩნევს. „კადისთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, ჩავიმ გამოუცხადა „ბარსელონას“ მოთამაშეებს, რომ მაგალითი დემბელესგან აიღონ. საერთოდაც, ჩავისა და დემბელეს ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან ამ ზაფხულს იწურება. მიმდინარე სეზონში დემბელეს ანგარიშზე ლა ლიგას მატჩებში ერთი გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.