ჭავჭავაძის ქუჩაზე აქციისას დაკავებული ოთხი ადამიანი ვაკის პოლიციაშია გადაყვანილი [ვიდეო]

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აქციის დროს დაკავებულები ვაკის პოლიციაში არიან გადაყვანილი.

ამის პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა, სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს თბილისის მერ კახა კალაძის შეთავაზებაზე, მათ სამუშაო სივრცეში შეხვდეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რამიშვილის ქუჩაზე კახა კალაძის სახლთან იმყოფებიან.