ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, აქციას საკუთარი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, აქციას საკუთარი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, დღევანდელ აქციას საკუთარი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მიმართავენ ყველას, მათ შორის აქციაზე მისულ ალეკო ელისაშვილსაც, ნუ შეუერთდებიან აქციას.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ იღებენ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეთავაზებას შეხვედრის შესახებ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი კალაძეს აქციაზე ელოდებიან და სხვა პირობებს არ მიიღებენ.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად მივიდნენ.