ჩარლზ ტანოკი - საერთო სურათი საქართველოს პროგრესზე მიუთითებს, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი
ჩარლზ ტანოკი - საერთო სურათი საქართველოს პროგრესზე მიუთითებს, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი

მხარს ვუჭერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო სურათი საქართველოს პროგრესზე მიუთითებს, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

„საერთო სურათი საქართველოს პროგრესზე მიუთითებს. ქვეყანა ემზადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც ბოლოჯერ ჩატარდება. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ მივესალმები ანგარიშში “აღმოსავლეთ პარტნიორობა+” ის მოხსენიებას, რომელიც პარლამენტის მიერ იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეს ამბიციური სიახლოვე მომავლისთვის სრულიად გამართლებულია“, – განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.

დატოვე კომენტარი