Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმიდან სამი წელი გავიდა
ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმიდან სამი წელი გავიდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით საფრანგეთის დედაქალაქში მემორიალური ღონისძიებები იმართება. იმ შენობასთან, სადაც ჟურნალის რედაქცია მდებარეობდა მივა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პარიზის მერი ანა იდალგოც. საფრანგეთის ლიდერი ასევე მოინახულებს სუპერმარკეტს, რომელიც ამავე დღეს გახდა ტერორისტების სამიზნე
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაში ორი ტერორისტი, ძმები – შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ, რომლებმაც რედაქციის ცხრა და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს.