„მილანის“ ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოგლუ „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. აღნიშნავენ, რომ ტურინული კლუბის გარდა, თურქი ფეხბურთელით ინტერესდებიან მადრიდის „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ჩალჰანოგლუ „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 23 მილიონ ევროს შეადგენს.