ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებითი შეზღუდვები დაწესდება
ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებითი შეზღუდვები დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 5 აგვისტოს, 09:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გეგმავს; ასევე – სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.

„კონკრეტულ შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის და სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოებისა და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი