ჩაკვეტაძის ზედიზედ მესამე მატჩი - „გენტი“ პოლონეთში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩაკვეტაძის ზედიზედ მესამე მატჩი - „გენტი“ პოლონეთში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მომჯობინდა და ფორმაში შედის. მან „გენტში“ ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „გენტის“ ფორმით ამჯერად კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ითამაშა პოლონეთში, სადაც მისი გუნდი ჩენსტოხოვასრაკუვს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

რაკუვიკონფრენს ლიგაზე სენსაციურ გამოსვლას განაგრძობს. ორმატჩიან დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინის“ (0:0, 0:1) გამოგდების შემდეგ, პოლონურმა გუნდმა „გენტს“ უმასპინძლა და 1:0 სძლია. გოლი ანჟეი ნევულისმა 64-ე წუთზე გაიტანა.

გიორგი სათადარიგოებში იყო და მოედანზე გოლის შემდეგ, 68-ე წუთზე შევიდა. თუმცა მისმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

პირველი თამაშის შემდეგ „რაკუვი“ უეფა-ს კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა. განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ, 26 აგვისტოს ბელგიაში გაიმართება.