ჩაკვეტაძის „უდინეზე“ საშინაო მატჩში დამარცხდა, ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

20:00, 19.09.2026

გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე შეხვედრა ჩაატარა „უდინეზეში“, რომელმაც სერია A-შიკალიარის“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თავიდან კვლავ უდინელების სათადარიგოთა შორის იყო, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე შეუშვეს. გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე დანიელე მალდინიმ გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატში გამართული 5 ტურის შემდეგ „უდინეზე“ 4 ქულით მეცამეტე ადგილზეა.

გიორგი ქვილითაიამ კი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ჰოლშტაინ კილში“, რომელიც შინ „ოსნაბრუკს“ დაუზავდა – 1:1. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი, რომელიც 29 ივლისის შემდეგ კუნთის ტრავმას მკურნალობდა, მოედანზე 89-ე წუთზე შეუშვეს.

მსგავსი