19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი თითქმის გაორმაგდა. გერმანული სამენეჯრო სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 19 წლის შემტევის გრაფაში ორიოდე დღის წინ 5 მილიონი ევრო ეწერა, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე განახლებული შეფასება გაჩნდა – 9 მილიონი ევრო.
ამგავრად, 2018 წლის ბოლოს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეების სიას გიორგი ჩაკვეტაძე პირველად ჩაუდგა სათავეში და მეორე პოზიციაზე დააქვეითა საბა კვირკველია, რომელიც ორი წელი სიის უპირობო ლიდერი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გიორგი ჩაკვეტაძე ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი გახდა – 19 წლის ფეხბურთელი წლის ფეხბურთელად აღიარეს.
მიმდინარე წელს, ჩაკვეტაძემ ეროვნული ნაკრების მაისურა პირველად მოირგო. სულ „ჯვაროსნებში“ შვიდი შეხვედრა გამართა და ხუთი გოლი გაიტანა – უეფას ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გახდა და ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
1 გიორგი ჩაკვეტაძე 9,000,000
2 საბა კვერკველია 8,000,000
3-4 დათა ხოჭოლავა 3,000,000
3-4 გიორგი ქვილითაია 3,000,000