ინფორმაცია, რომელიც ბელგიური პრესამ გაავრცელა, გაზვიადებული აღმოჩნდა – ქართველი გულშემატკივარი დაზაფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ „გენტის“ ქართველ შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძეს კვლავ ტრავმა ჰქონდა.
ბოლო წლების გამორჩეულმა ქართველმა ტალანტმა 2019 წელი, ფაქტობრივად, გამოტოვა – აპრილში მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო, მოედანს ნოემბერში დაუბრუნდა. ახლა კი ფორმაშიც შედიოდა და გაირკვა, რომ პრობლემა შეექმნა.
რამდენიმე ბელგიური გამოცემა წერდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 20 წლის შემტევს მუხლში სითხე ჰქონდა, რის გამოც გუნდის ბოლო საკონტროლო მატჩი გამოტოვა და უახლოეს დღეებში გამოკვლევებს საჭიროებდა. ცნობის მიხედვით, ჩაკვეტაძეს სითხე იმ მუხლში აღმოაჩნდა, რომელზეც ოპერაცია გაიკეთა.
იქვე იყო მითითებული, რომ ჩაკვეტაძის ეს ტრავმა სერიოზული არ უნდა ყოფილიყო და ქართველი შემტევი მოედანს დაახლოებით ორ კვირაში დაუბრუნდებოდა.
ბოლო ინფორმაცია გაცილებით დამაიმედებელი და სასიხარულო აღმოჩნდა – ჩაკვეტაძეს, რეალურად, ტრავმა არ მიუღია, ბელგიური მედიის ცნობები გაზვიადებული გამოდგა, რადგან გიორგის მხოლოდ მსუბუქად დაეჭიმა ძარღვი.