ჩაკვეტაძეს მწვრთნელი ისევ შეუცვალეს
ჩაკვეტაძეს მწვრთნელი ისევ შეუცვალეს

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში ისევ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს – ბელგიის ჩემპიონატის ახალ სეზონი ვიცეჩემპიონმაგენტმა“ ძალიან ცუდად დაიწყო და გუნდის ხელმძრვანელებმა რუმინელი ლასლო ბოლონი გაათავისუფლეს, მის დროებით შემცვლელად კი ახალგაზრდა ვიუ დე დეკერი დანიშნეს, რომელიც „ანტვერპენს“ ავარჯიშებდა.

სეზონის დასაწყისში გუნდი დანიელმა ჯეს ტორუპმა დატოვა, ლასლო ბილონიმ კი სულ რაღაც 25 დღეში. „გენტის“ პრეზიდენტმა, ივან დე ვიტმა პრესკონფერენცია გამართა და აღიარა, რომ რუმინელი მწვრთნელის არჩევისას ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, გვინდოდა გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიგვეღო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. ლასლო ბოლონი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია, მაგრამ კლუბის კულტურასთან შედარებით, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ხედვასთან შედარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მისაღები ფიგურა არ იყო“, – ამბობს ივან დე ვიტი.

მისი თქმით, „გენტის“ მენეჯმენტი ახალი მწვრთნელის შერჩევას დაუყოვნებლივ არ შეეცდება და ვიუ დე დეკერის საქმიანობას დააკვირდება: „დე დეკერი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია მომავალში თავი გამოავლინოს. მან ეს უკვე დაადასტურა „ანტვერპენში“, რომელიც პირველი დივიზიონის ჩემპიონი გახადა. ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის გუნდს იცნობს და აქვს თვისებები, რომ „გენტი“ ხელში აიყვანოს“.