გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტთან“ კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა – ინფორმაციას ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„23 წლის რომან იარემჩუკმა და 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ახალ ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლებიც ძალაში 2023 წლამდე იქნება. ამ ნაბიჯით „გენტმა“ თავისი ოქროს მომავალი უზრუნველყო, რადგან მანამდე გაუმჯობესებულ კონტრაქტებს ხელი 2023 წლამდე ჯონათან დევიდსმა და ელიშეი ოვესუმ მოაწერეს“ – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ წერილში.
„გენტში“ ამავე დროს საქართველოს ნაკრების თავდამსხელის მოედანზე დაბრუნების შესძლო ვადა დაასახელეს – „ჩაკვეტაძე მუხლზე ოპერაციის შემდეგ ბრუნდება. სავარაუდოდ, ის თამაშს ნოემბერში შეძლებს”.
ცხადია, მომხდარით „გენტში“ გახარებულები არიან, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივება არ ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე 2023 წლამდე ბელგიურ კლუბში თამაშს აპირებს და უფრო ძლიერში გადასვლაზე უარი თქვა. „გენტი“ ამ კონტრაქტით თავს იზღვევს და ჩაკვეტაძის ტრანსფერის უფრო ძვირად გაყიდვის წინაპირობას იქმნის.