„გენტის“ ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც „გენტისა“ და „ზულტე-ვარეგემის“ მატჩის შემდეგაა გადაღებული და გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებას ეძღვნება.
„ჩაკ-ვე-ტაძე! როდესაც კერპი ბრუნდება!“ – ასეთი მინაწერია ვიდეოზე.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერი რვათვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში დაბრუნდა. 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, რასაც „გელამკო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივრების დიდი ოვაციები მოჰყვა, თამაშის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში მოექცა.