ჩაკვეტაძე რომას და მონჩის სიაში - ქართველით რამოსის, ალვეშის და რაკიტიჩის აღმომჩენი დაინტერსდა
„რომა“ გიორგი ჩაკვეტაძითაა დაინტერესებული, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ქართველის ტრანსფერზე მონჩი მუშაობს – ინფორმაციას laroma24.it ავრცელებს.
იტალიური ინტერნეტ-პორტალი ამტკიცებს, რომ „რომას“ ესპანელი სპორტული დირექტორი მონჩის (რამონ როდრიგეს ვერდეხო) სიაში ქართველი ფეხბურთელი ფიგურირებს.
„იანვრის სატრანსფერო ბაზარი მალე გაიხსნება, რომელიც წელს ხანმოკლე იქნება (3-დან 18 იანვრამდე). რომში ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრობენ. მონჩის სიაში, რომელსაც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენის გამორჩეული ნიჭი ჰქონდა, ასევე ჩანიშნულია გიორგი ჩაკვეტაძე – 1999 წელ დაბადებული მოთამაშე, რომელმაც უკვე საქართველოს ნაკრების ფორმით „ერთა ლიგაზე“ უკვე ოთხი გოლი გაიტანა“, – წერს laroma24.it.
რომაელთა ესპანელი სელექციონერი 2000-2017 წლებში წელს „სევილიას“ სპორტული დირექტორი გახდა და მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი ვარსკვლავების დაწინაურება და აღმოჩენა, როგორებიც არიან სერხიო რამოსი, დანი ალვეში, ივან რაკიტიჩი, ჯოფრეი კონდოგბია, კარლოს ბაკა, ალეიშ ვიდალი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი.