ჩაკვეტაძე goal.com–მაც აღიარა - ის საქართელოს მომავალს განასახირებეს
ჩაკვეტაძე goal.com–მაც აღიარა - ის საქართელოს მომავალს განასახირებეს

გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთხელ გამოარჩიეს: საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის იმედი goal.com-მა ბელგიის პირველი დივიზიონის 10 საუკეთესო ტალანტებში დაასახელა.

პირველ ადგილზე გენკის ნორვეგიელი სანდერ ბერგი გავიდა, მეორეზე – ბრიუგეს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი უესლი, ხოლო ქართველი პოპულარულმა გამოცემამ მესამე ადგილზე გაიყვანა.

„მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გაიზარდა, როდესაც ევროპის ლიგაზე ბორდოს წინაააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა (19 წელი), ქართველი ახალგაზრდა უკვე ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში გატანილი 5 გოლით ის თავისი ქვეყნის მომავალს განასახირებეს“ – წერს GOAL.COM გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ.

ათეულში ასევე მოხვდნენ ალექსის სალემეიკერსი (ანდერლეხტი), ვიქტორ ოსიმჰენი (შარლეუა), რაზვან მარინი (სტანდარტი), ალექსანდრ სერლოტი (გენტი), მბვანა სამატა (გენკი), ტაკეჰირო ტომიასუ (სენტ-ტრუიდენი), დილან ბრონი(გენტი)